მთავარისიახლეებისაზოგადოებაუნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე -გიორგი რურუა

უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე -გიორგი რურუა

Published on

მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მსჯავრდებული გიორგი რურუა აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს რუსული გავლენები საქართველოში. ამის შესახებ განცხადება გიორგი რურუას Facebook გვერდზე გავრცელდა:

“შემაშფოთებელია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავზე ისევ, ყოფნა-არყოფნაზე გვიწევს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე, დანარჩენ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიმართლეც ჩვენს მხარეზეა. პატივს მივაგებ ჩვენი გმირი ბიჭებისა და გოგონების ხსოვნას”, – წერს ის. 

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.  ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას. ამის მიუხედავად, 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ამ პიროვნებას არ შეიწყალებს”.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...