საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი

0
350

8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და  2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია – 1 216 ადამიანი; 
  • გამოჯანმრთელებულია – 996;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 7 166;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 203,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა კი 18 მილიონს გადააჭარბა.

წინა სტატიაეუთო-ს ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმეს
შემდეგი სტატიასაქართველოსთვის დადგა დრო, რათა ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს – ადამ კინზინგერი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური