მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოსთვის დადგა დრო, რათა ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს - ადამ კინზინგერი

საქართველოსთვის დადგა დრო, რათა ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს – ადამ კინზინგერი

Published on

ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებით, დრო დადგა საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

აღნიშნული განცხადება კიზინგერმა ონლაინ კონფერენციაზე “მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი” გააკეთა.

“ათვლა 12 წლის წინ დაიწყო. 12 წელი ძალიან დიდი დროა. საქართველოსთვის დადგა დრო, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, რომ ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან. ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციების დროს. როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობთ, საქართველო მეორეა აშშ-ის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი, ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას,” – აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. “მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი” – ამ სახელწოდებით კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

კონფერენციას ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...