მთავარისიახლეებისაზოგადოება12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე - ჯეიმს აპატურაი

12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე – ჯეიმს აპატურაი

Published on

საქართველოში რუსული არმიის შემოჭრისა და 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი Facebook-ზე ეხმაურება:

„12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც, ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან გადაადგილებულია. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – წერს აპატურაი.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსულმა არმიამ როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოიჭრა და ომი დაიწყო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა როგორც ჯარისკაცებისა და პოლიციელების, ისე სამოქალაქო პირების. საოკუპაციო ხაზის იქით მოექცა 125 სოფელი. 20 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...