საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც

0
419

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1213-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 7-ით გაიზარდა და 994-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 6680 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წინა სტატიაჯვარში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური