მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება - ლინკევიჩუსი აგვისტოს ომს ეხმაურება

საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება – ლინკევიჩუსი აგვისტოს ომს ეხმაურება

Published on

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიაჩუსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება.

“12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, საქართველოს მიმართ, წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა. სამწუხაროდ, გაკვეთილი კარგად არ იქნა აღქმული, რასაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მოჰყვა. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – წერს ლინკევიჩუსი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...