მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალგაზრდებს სკაიპით ჩაერთო

0
559

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ლიდერების ინიციატივის” ორგანიზებით ბათუმში ახალგაზრდული პროექტი მიმდინარეობს, რაშიც ამ დროისთვის უკვე მრავალმა ასეულმა თინეიჯერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სხვა აქტივობებთან ერთად სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებენ ქალაქ ბათუმში.

აღნიშნულ პროექტში აქტიურადაა ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სკაიპ ჩართვები აქვს პროექტის მონაწილეებთან სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის ეკონომიკურ, კრიმინოგენულ და სოციალურ თემატიკაზე.

ავტორი: ლევან თორია

წინა სტატიაTI: ზუგდიდში ყინულის ჯერაც დაუსრულებელი მოედნის მოწყობაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა
შემდეგი სტატიაზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური