მთავარისიახლეებიპოლიტიკასაბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის ოპოზიციონერი კანდიდატების ვინაობა მალე გაირკვევა

საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის ოპოზიციონერი კანდიდატების ვინაობა მალე გაირკვევა

Published on

დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში გაერთიანებულ ოპოზიციას შეთანხმებული კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია. თბილისის ექვს ოლქში საერთო კანდიდატები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციამ რამდენიმე კვირის წინ დაასახელა. თუმცა ორი საკვანძო  ოლქის საკითხი კი ჯერ ისევ ღიად რჩება.

საბურთალოს გუშინ კიდევ ერთი კანდიდატი შეემატა. დავით სერგეენკოს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, საბურთალოს მაჟორიტარობისთვის “პარტია მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილიც იბრძოლებს.

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობა კი ჯერ მხოლოდ გიორგის ვოლსკისა და ანა დოლიძეს სურთ.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე გადაწყვეტილებას პარტია მალე მიიღებს. 

“ლეიბორისტული პარტიის” მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.

ასევე, შეუთანხმებელ მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარ კანდიდატურებს წარადგენს ,,გირჩიც” , ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური განცხადება 4 აგვისტოს გაავრცელა.  

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...