მთავარისიახლეებიენგურის ხიდი ცალმხრივად ისევ გაიხსნა

ენგურის ხიდი ცალმხრივად ისევ გაიხსნა

Published on

ენგურის ხიდი ცალ მხირვად უკვე მეორჯერ გაიხსნა . დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხიდი 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით იქნება გახსნილი.

მანამდე, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე რუსტამ ლატიპოვი ენგურის ხიდის გახსნაზე საუბრობდა

“მოსაზღვრე ტერიტორიაზე ბევრია აფხაზეთის მოქალაქე და გალის რაიონის მცხოვრები, რომლებსაც ბინადრობის დროებითი მოწმობა გააჩნიათ. ისინი სხვადასხვა მიზეზით გაემგზავრნენ საქართველოში და ახლა სურთ დაბრუნება სახლში. გარდა ამისა, რუსი კოლეგები გვატყობინებენ იმ ადამიანების რაოდენობის ზრდაზე, ვინც სახლში დაბრუნებას მდინარის გადალახვით ცდილობს. ყოველდღიურად 20-30 დამრღვევს იჭერენ. ამიტომაც არსებობს აზრი, მათი ლეგალურად შემოშვების შესახებ”, – განაცხადა ლატიპოვმა.

14 მარტს პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი რამდენიმე დღით სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით, 22 ივნისს სამი დღით, ხოლო 13 ივლისს ხუთი დღით გახსნა.

გალელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ძველებურად აფხაზეთ-სამეგრელოს შორის მიმოსვლას. გარდა ამისა, მათთვის პრობლემას ქმნის პანდემიის გამო დაწესებული სავალდებულო კარანტინიც. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოქალაქე გადმოსვლას მოახერხებს, სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი ხელსაყრელი პირობა არ არის მათთვის, ვინც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც, სხვადასხვა საჭიროებისთვის მოდიოდა გალიდან ზუგდიდში და პირიქით.

პანდემიის შემდეგ გალში შექმნილი პრობლემების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა “. ორგანიზაცია კვლევაში განმარტავს რომ, არსებული პრობლემების გამო, მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად მიმალვით უწევთ ენგურის გადაცურვა.

ცნობისთვის, დაახლოებით მეექვსე თვეა რაც, ენგურის ხიდი ჩაკეტილია

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...