მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ...

“ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს” – დავით ჭიჭინაძე გიორგი ვაშაძეზე

Published on

„ გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი. გარდა იმისა, რომ სწორედ მისი მსგავსი პოპულისტური, უვიცი განცხადებები ასხამენ ბანკების წისქვილზე წყალს, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის იდეაც მიითვისა, რადგან ამ იდეის ავტორი რეალური ადამიანები არსებობენ. „- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

„ ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს.

რადგან, კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და რომელმა მთავრობამაც გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ. და ასე რომ ადგე და პროცენტები გაანახევრო, ამის უფლებას არავინ მოგცემს.

ანუ, ბანკირებს თავისი წრე აქვთ და იმ წრეშიც კი, ორმა – სამმა თუ იცის რა სისტემას ქმნიან და როგორ „ახრჩობენ“ ხალხს. ასეთი უცოდინარი, პოპულისტი ადამიანები კი, ისევ ბანკების წისქვილზე ასხამენ წყალს.

მოკლედ, ის, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური საქმიანობა და ეს კანდარღვევაა;

ის, რომ ეროვნული ბანკი, კონსტიტუციითა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში ფასები იყოს სტაბილური და ამას არ ასრულებს.

რომ ფულის ემისიის უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს და ამას კომერციული ბანკები ახორციელებენ, რითაც ისევ კონსტიტუცია ირღვევა;

აი, ამ ყველაფერზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი ბანკებს!

ამის გამო უნდა მიეცენ პასუხისგებაში და არა პროცენტების განახევრებაზე ვისაუბროთ!

მითუმეტეს, რომ პროცენტის განახევრება ხალხის გათავისუფლებას ნამდვილად არ ნიშნავს.

მე ამას ვებრძვი რაც პოლიტიკაში ვარ და განსაკუთრებით 2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული, არაერთხელ წარვადგინე ( ამას ყოფილი პრემიერებიც დაადასტურებენ) პუნქტობრივად, როგორ უნდა შეიზღუდოს ბანკების არაპროფილური საქმიანობა და თან ეს ისე უნდა გაანალიზდეს, რომ ჯანმრთელად განხორციელდეს და ეკონომიკისთვისაც არ იყოს დამრტყმელი.

მევახშეებთან მიმართებაშიც დაშვებულია პრეცენდენტი. ნინო ბურჯანაძეს როგორც წაართვეს ერთ დოლარად მიცემულ შენობა, საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ასევე შეგვიძლია უკან დავაბრუნოთ მიტაცებული ასობით ბინა, მიმტაცებლები კი დავაჯარიმოთ.

გიორგი ვაშაძეს რაც შეეხება, ის არა მარტო პოპულისტურ, ცარიელ ფრაზებს ისვრის, მან იუსტიციის სახლის იდეაც კი მიითვისა და ის ფაქტი, რომ ეს მისი კი არა, სხვისი პროექტია, მალე გამოაშკარავდება, რადგან არსებობენ ადამიანები ვინც ეს პროექტი რეალურად შექმნა.

ვაშაზემ და მისმა ოჯახის წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა კი, ჯერ მოპარული ფული დააბრუნონ და მერე ესაუბრონ ხალხს!“- ამბობს დავით ჭიჭინაძე

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...