მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ზუგდიდში კანდიდატურა სააკაშვილს ან მელიას რომ დაეყენებინა, შეიძლება გავწეულიყავი" - გიგი...

,,ზუგდიდში კანდიდატურა სააკაშვილს ან მელიას რომ დაეყენებინა, შეიძლება გავწეულიყავი” – გიგი უგულავა

Published on

“ორი კაცია, რომლისთვისაც თეორიულად შეიძლება ზუგდიდში გავწეულიყავი და გვერდზე დავდგომოდი. ერთი არის, ვინც მე პოლიტიკაში კარი გამიღო, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბუნებრივია ვერ იქნება, მეორე არის ნიკა მელია”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ, გადაცემაში “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა. 

როგორც უგულავამ აღნიშნა, ლოგიკური იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშილი და ნიკა მელია ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელებულიყვნენ, თუმცა ეს ვერ მოხდებოდა.

”ეს ორი ადამიანი იქნებოდა ლოგიკური თუ დასახელდებოდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამ შემთხვევაში არ არის დასახელებული. ერთი ვერ დასახელდება, მეორე უკვე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანში და ელენე ხოშტარიასთან, შალვა შავგულიძესთან, შალვა ნათელაშვილთან, გიორგი ვაშაძესთან და ლევან ხაბეიშვილთან ერთად უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მაგრამ ამავე დროს, რომ ჩემი წარმომადგენელია, ესე კაცის კაცი და პარტიული კლერკები ზუგდიდში, არ მიიღება. ეს უნდა ესმოდეს ყველას კარგად, როდესაც ვსაუბრობთ ზუგდიდზე”,-აცხადებს უგულავა.

უგულავა ამბობს, რომ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” ან სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია მისი კონკურენტი არაა. 

“მოვიყვანე ორი მაგალითი, რომელიც იქნებოდა ზუგდიდის შემთხვევაში ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მეც დავუდგებოდი გვერდით. ჩემი კონკურენტი არც „ნაციონალური მოძრაობაა“ და არც სხვა რომელიმე ოპოზიციაა. მეტსაც გეტყვის არც ის უბედური ჩიქოვანი”, – განაცხდა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ზუგდიდში იყრის.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...