მთავარისიახლეებისაზოგადოებათსუ-ში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება

თსუ-ში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება. აკადემიური საბჭოს 38-მა წევრმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძეა, რომელიც პლაგიატშია მხილებული.

კონკურენტები აცხადებენ, რომ არჩევნები ფარსია და შედეგები წინასწარ გადაწყვეტილია. მათივე თქმით, შარვაშიძე მმართველი გუნდის დავალებების შემსრულებელია და მას განათლების სამინისტროსთან ერთად, მაია ცქიტიშვილი უჭერს მხარს. 

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა 2020 წლის 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოფიციალურად დადასტურდა თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი.

მან ილიას უნივერსიტეტიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...