ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე გვერდის მონაცემებით:კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1182
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 962
მათ შორის გარდაცვლილი – 17
კარანტინის რეჟიმში – 7007
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41