მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

Published on

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

“დნიპროპეტროვსკის ოლქში გათავისუფლებულია ხუთი სოფელი. ამ დასახლებების გათავისუფლების ოპერაცია 2025 წლის შემოდგომაზე 100 დღეზე მეტხანს მიმდინარეობდა, მე-20 არმიის კორპუსის მებრძოლების მხარდაჭერით” – ნათქვამია პოლკის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციის განმავლობაში 225-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის მე-3 მოიერიშე ბატალიონის სამხედროები ინარჩუნებდნენ პოზიციებს და ახორციელებდნენ კონტრშეტევებს.

RBC-Ukraine აღნიშნავს, რომ ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც უკრაინულმა დანაყოფმა 100 დღეზე მეტხანს შეინარჩუნა პოზიციები და ამავდროულად წინ წაიწია.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...