მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიაში დაკარგულ მოზარდს უკვე 18 დღეა ეძებენ

მესტიაში დაკარგულ მოზარდს უკვე 18 დღეა ეძებენ

Published on

მესტიაში დაკარგულ მოზარდს უკვე 18 დღეა ეძებენ. სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა, უკვე მეორე დღეა თბილისსა და ზუგდიდშიც ახორციელებენ. თუმცა, ილია ფილფანის მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვი ამ დრომდე სვანეთში იყოს.

დაკარგული ბავშვის მშობლები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ შეხვდნენ და მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე სამძებრო ოპერაციის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

ცნობისთვის, 13 წლის ბიჭი ბოლოს 18 ივლისს, სოფელ ლენჯერში ნახეს, როცა ბავშვი ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა.

სიახლეები

ომის პირობებში პუტინთან შეხვედრა მოსკოვში, შეუძლებელია – ზელენსკი

"მე რა, მისთვის ჩემოდანი ვარ, რომ ჩამსვას თვითმფრინავში და გამაფრინოს? ეს არასერიოზული საუბარია“, -...

კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 19...

თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

24-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...