მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრაზილიაში კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 561 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 561 ადამიანი გარდაიცვალა

Published on

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 750 318-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 561 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 94 665-ს მიაღწია.

ცნობისათვის, ივლისის დასაწყისში კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსაც დაუდასტურდა, რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ კი განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. პანდემიის დაწყების პერიოდიდან კორონავირუსი ბრაზილიის 7 მინისტრს გამოუვლინდა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...