მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაციის გაუარესებას ელოდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაციის გაუარესებას ელოდებიან

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაციის გაუარესებას ელოდებიან. ეს საკითხი დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში 2 აგვისტოს გამართულ საგანგებო თათბირზე განიხილეს.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრის ინიციატორები ექიმები იყვნენ. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ალხას კონჯარიას ინფორმაციით, 1 აგვისტოს, რუსეთთან „საზღვრის“ გახსნიდან 24 საათში აფხაზეთში ჩავიდა 7500-მდე ადამიანი. კონჯარიას განცხადებით, აფხაზეთში ჯერ კიდევ „საზღვრის“ გახსნამდე მოხდა კორონავირუსის აფეთქება, გუდაუთის საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ივსება და უკვე ამ ეტაპზე ცხადია, რომ ავადმყოფების დიდ ნაკადთან გამკლავება ურთულესი იქნება.

„თუ ჩვენს მოსახლეობას დაემატებიან ჩამოსულები, უბრალოდ, დავიხრჩობით და დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს გავუწევთ და ვერც ვინმე სხვას“, – თქვა კონჯარიამ. მისი ინფორმაციით, ოპერატიული შტაბი განიხილავდა „საზღვრის“ ეტაპობრივად გახნის და მისი გადაკვეთისას ლაბორატორიის ცნობის, ან კოვიდ-პასპორტის წარდგენის საკითხს, ამიტომ „საზღვრის“ მომენტალურად გახსნა მოულოდნელი იყო. „საზღვარი უბრალოდ, მთლიანად გაიხსნა და დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოვიდეს“, – განაცხადა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სააგენტო „აფსნიპრესს“ მოჰყავს საგანგებო თათბირის კიდევ ერთი მონაწილის, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ ალხას ჯინჯოლიას სიტყვები, რომ რუსეთთან „საზღვარზე“ საჭიროა შემზღუდავი ზომების მიღება.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ერთმანეთს 1 აგვისტოდან გაუხსნეს კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილში დაკეტილი „საზღვარი“. იმავე დღეს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ გამოვლენილი აქვთ 98 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი.

მდინარე ფსოუზე აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვარი უპირობოდ გაიხსნა. 2 აგვისტოს დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს თან უნდა ჰქონდეთ ნიღბები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი და სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...