მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: იმ პირობებში, როცა მე ჩავუდგები სათავეში კამპანიას, ენმ უმრავლესობას აიღებს

მიხეილ სააკაშვილი: იმ პირობებში, როცა მე ჩავუდგები სათავეში კამპანიას, ენმ უმრავლესობას აიღებს

Published on

დარწმუნებული ვარ იმ პირობებში, როდესაც მე ჩავუდგები სათავეში სხვებთან ერთად ამ კამპანიას, იმ პირობებში, როცა იქნება აქტიური, ძალიან შეტევითი და ძალიან თანმიმდევრული, მომავალზე ორიენტირებული ნამდვილი კამპანია, იმ პირობებში, როცა ჩვენ ვაკეთებთ ხმების დაცვის სისტემას, სახის ამოცნობის სისტემას, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დამკვირვებლებს, ახალგაზრდების მობილიზაციას ვახდენთ, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ემზადება უმრავლესობის ასაღებად– ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში ნიკა გვარამიას კითხვაზე – თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა 76 ხმას აიღებს?

მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული, მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აშენებას.

ახლა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იკისროს ის, რაც უნდა გაეკეთებინა საერთო სიას, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მოიგოს ერთპიროვნულად ეს არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება” – ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში მაჟორიტარების გაყოფაზე უარს მთავარი არხის ეთერში იმით ხსნის, რომ “ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ნაციონალურ მოძრაობასთან”. სააკაშვილმა იქვე აღნიშნა, რომ თავდაპირველად სწორედ მისი აზრი იყო ყველა “ნამდვილი ოპოზიციური ძალის” გაერთიანება და ერთიანი საპარლამენტო სიის შედგენა.

“ამაზე უარი იყო ძალიან ცუდი”, – ამბობს სააკაშვილი და თბილისის მაჟორიტარების საკითხზე შეთანხმებას დადებით ფაქტად მიიჩნევს, რადგან დედაქალაქში “ცოტა უფრო სპეციფიკური” სიტუაციაა.

“თუმცა დარწმუნებული ვარ, თბილისშიც ნაციონალური მოძრაობა ყველას მოიგებს, მაგრამ ახლა ნაციონალური მოძრაობა მოიგებს ყველგან მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში, ამაში ვარ დარწმუნებული. ისეთი სერიოზული ხალხი მოდის ჩვეთან მაჟორიტარებად, ადრე გამოხედვაც რომ არ უნდოდათ ჩვენკენ. რა თქმა უნდა, ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი, მაგრამ მოდის ძალიან საინტერესო ფიგურები, დიდი სიმბოლური მნიშვნელობის, და ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ნაციონალურ მოძრაობასთან.

რა თქმა უნდა, მე ამაში ვარ აქტიურად ჩართული, რა თქმა უნდა, ჩართული ვარ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, მე არ ჩავერთვებოდი, რომ არ მჯეროდეს და მწამდეს ბოლომდე გამარჯვების, მე, რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს”, – თქვა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

ოპოზიციამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული წინადადება შესთავაზა. ევროპული საქართველოს ცნობით, პირველი, ფართო ვარიანტი – 11/8-ზე, ითვალისწინებდა იმას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს დააყენებდა ყველა დიდ ქალაქში: თელავში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, ფოთში ან მარტვილში, ბოლნისში, გორში, ქობულეთში, ჭიათურაში. ამ ოლქებში ენმ-ის კანდიდატებს მხარს თბილისის მაჟორიტარების შეთანხმების მონაწილე ყველა პარტია დაუჭერდა. სანაცვლოდ ენმ-ს მხარი უნდა დაეჭირა დანარჩენი პარტიების შეჯერებული კანდიდატებისთვის შემდეგ ოლქებში:  თერჯოლაში, სამტრედიაში, ხელვაჩაურში, ქედაში, ფოთში ან მარტვილში, ხაშურში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, რაჭაში.

მეორე ვარიანტი კი მხოლოდ ენმ-ს და ევროპულ საქართველოს შორის შეთანხმებას ითვალისწინებდა.

“აქაც, ყველა დიდ ქალაქში ვუთმობდით კანდიდატს – ქუთაისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე… რვა ოლქს ვუთმობდით ჩვენ და ვითხოვდით მხარდაჭერას მხოლოდ ოთხ ოლქში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს – ეს არის ზემო აჭარა – ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე ხონში”, – თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

ინტევიუს დიდი ნაწილი დათმო კითხვას, რომელიც გიორგი ვაშაძიეს ეხებოდა.

,,რა არის ისეთი ფიგურა გიორგი ვაშაძე, რომ მე მასზე ბევრი დრო დავხარჯო. ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს ქართველი ხალხი, ქართველ ხალხთან ერთად ვარ მე და ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს. ყოველთვის შანსს ვაძლევდი, ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრე

ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. 

მე არაფერი პირადი წყენა არ მაქვს, მაგრამ, როდესაც პოროშენკომ, პრაქტიკულად, კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი. მაგრამ მე ეს არ მწყენია.

მან ჩათვალა, რომ ჰქონდა პირადი მოსაზრებები, პირადი კავშირები. შეიძლება რაღაც სხვა ფინანსური სტიმულიც. ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს. ვისაც უნდა ივანიშვილის მარიონეტობა და თუ ეს არის ახალგაზრდა ადამიანის ოცნება ყველაზე მეტი, რომ ივანიშვილის თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს, ვერ ითამაშებს ვერც გიორგი ვაშაძე და ვერც ვერავინ, იმიტომ, რომ  მთავარი მოტამაშე ქართველი ხალხია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, “, ჩვენ ვემზადებით, რომ ბევრი სხვა ადამიანი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, საზოგადოების ფართო კოალიცია. კოალიცია მე არ მაშინებს, მაგრამ ეს უნდა იყოს საზოგადოების წარმატებული, წარჩინებული, წევრების კოალიცია… ადგილების გაყოფაზე მაქვს ალერგია და გულისრევის ინსტინქტი. ჩემი ამოცანაა ყველასთვის გზის გახსნა და არა ერთი და იგივე ხალხის ტრიალი მუდმივად წრეზე”.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრემიერმინისტრი იყოს მიხეილ სააკაშვილი, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ “საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება რაც იქნება, ყველა დავემორჩილებით”.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...