გიგი უგილავა ,,ევროპული საქართველოდან” ზუგდიდში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

0
408

,,ევროპული საქართელოს” გენერალური მდივანის გიგი უგულავას განცხადებით, ის მზად არის, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით კენჭი იყაროს ზუგდიდში, საიდანაც მისი თქმით, არის სარკე, რომელშიც კარგად ჩანს წარმატებები და ამავე დროს ჩავარდნები. მისივე თქმით, ეს ადგილი არის თერმომეტრი, რომელიც ზომავს ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე ჩვენს სნეულებას.

„როდესაც ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს უნდა შეაფასოს საქართველოს ისტორია, მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრება, კულტურა და მთლიანად შეხედოს საქართველოს, ამისთვის არსებობს ერთი ადგილი, სადაც ის აუცილებლდ უნდა ჩავიდეს და იმ ადგილიდან გადმოხედოს ქვეყანას, იმ პერსპექტივიდან დაინახოს ქვეყანა. ეს ადგილი არის სარკე, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ჩვენი წარმატებები და ამავე დროს, ჩვენი ჩავარდნები. ეს ადგილი არის თერმომეტრი, რომელიც ზომავს ჩვენს ჯანმრთელობასა და ასევე, ჩვენს სნეულებას. ეს ადგილი არის ზუგდიდი და მე ვაპირებ, თქვენი მხარდაჭერით ზუგდიდში ვიყარო კენჭი. ზუგდიდი არის ქალაქი და რაიონი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს თანამოქალაქეებს. ზუგდიდმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები დამოუკიდებლობის დღიდან, მან უმასპინძლა და მიიღო ყველაზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან. ზუგდიდში ჩანს ჩვენი მოკვეთილი ხელი შეუიარაღებელი თვალით, ჩვენ ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყურებთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილსა და ოკუპაციის ცოდვას და სწორედ ამიტომ, მივიღე მე ეს გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი დამპალი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ზუგდიდი არ იმსახურებს იმ აღვირახსნილ კორუფციას, რომელშიც ივანიშვილმა ჩააგდო მთელი რაიონი და შესაბამისად მთელი ქვეყანა. ზუგდიდი არ იმსახურებს კვლავ აღორძინებულ კონტრაბანდას, აღორძინებულ კრიმინალს შეხმატკბილებულს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ზუგდიდი არ იმსახურებს იმ ჭაობს, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ხალხმა მოუწყო ამ ყველაზე ისტორიულად და ჩვენს წინაშე ყველაზე მეტად დაჩაგრულ რაიონს. ზუგდიდი არის სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და სწორედ ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება და ზუგდიდელებთან ერთად ზუგდიდში დავამარცხო ივანიშვილის რეჟიმი,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

წინა სტატიაგიგა ბოკერია : ფოთში – ხობში და სენაკში ვიყრი კენჭს
შემდეგი სტატია,,ევროპულმა საქართველომ” აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური