მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკონომიკის მინისტრი: ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე იქნება

ეკონომიკის მინისტრი: ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე იქნება

Published on

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ნათია თურნავას თქმით, “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე თვეში უკვე გვექნება კომფორტული, ახალი ტერმინალი“.

“შემდეგში ჩვენ გავაერთიანებთ ძველ და ახალ ტერმინალს და გვექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც კოვიდთან ბრძოლის დროს გამოიკვეთა და დაადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე, ძალიან კომფორტული და მიმზიდველი როგორც მგზავრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, – ამბობს მინისტრი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ მარტის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტში რეგულარული ფრენები არ სრულდება. საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან კომპანიებს – Wizzair-ს და Ryanair-ს ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ”. ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და “როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს”.

იმის გამო, რომ ხელისუფლებამ რეგულარული ფრენების აღდგენა რამდენჯერმე გადაავადა, Wizzair-მა ქუთაისის აეროპორტში ბაზა გაურკვეველი დროით გააუქმა და ფრენების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე შეაჩერა.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ქვეყნისთვის საზღვარი გაიხსნა, აგვისტოში საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში – Air France – ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ – თუ “ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს”, კვირაში ორჯერ შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ 10 დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა, რომ “როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია”. 28 ივლისს კი განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, “საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას”.

სიახლეები

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...