მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია მაჟორიტარული მანდატისთვის მცხეთა-მთიანეთში იბრძოლებს

ეკა ბესელია მაჟორიტარული მანდატისთვის მცხეთა-მთიანეთში იბრძოლებს

Published on

პარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიაში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრმა ეკა ბესელიამ საკუთარი ბრძოლის სტრატეგიაზე მცხეთიდან ისაუბრა.

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარტიულ სიასაც წარადგენს.

“მცხეთა არის საქართველოს მარადიულობის სახე და სიმბოლო. მე მაკავშირებს რამდენიმე ათეული წელი მცხეთასთან, ჯვრის მონასტერთან. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული ადგილი და დღეს ვიწყებ ამ საარჩევნო კამპანიას. სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერში, ეს არის მთავარი იდეა, რომლითაც გვინდა  გავაერთიანოთ ძალიან ბევრი ადამიანი. ამ საარჩევნო პროცესში ჩვენთვის მთავარი იქნება ადამიანი, იდეა, არა პიროვნებები, იმიტომ, რომ ჩვენ პიროვნებებს არ ვებრძვით, ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის, რომელიც გვინდა, რომ იყოს ბოლომდე მიყვანილი და ყველამ იგრძნოს, რას ნიშნავს სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, განსაკუთრებით მომავალმა თაობამ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.  

სიახლეები

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...