მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვინ ურევს სიტუაციას? ბოკერიას პარტია. გიგი უგულავამ სად უნდა მოიგოს? ის...

,,ვინ ურევს სიტუაციას? ბოკერიას პარტია. გიგი უგულავამ სად უნდა მოიგოს? ის რომ მექრთამეა, მარტო თბილისში კი არ იციან”… – ალეკო ელისაშვილი

Published on

ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია. მაგათ სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, სინამდვილეში უნდათ, რომ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის. არც კოორდინაციის პრობლემა არაა. ხომ ხედავდა საზოგადოება, რომ სახელმწიფოებრივად, როცა მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, არა თუ მაგიდასთან ვიჯექი, არამედ ვიბრძოდი და წინა ხაზზე ვიყავი მაგიდასთან მსხდომთა 99%-სგან განსხვავებით.

ბოკერიას როგორც უნდა თავისი გემოვნების მიხედვით, ეგრე არ გამოდის. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და რესურსები.გიგი უგულავამ სად უნდა მოიგოს? გიგი უგულავა რომ მექრთამეა, მარტო თბილისში კი არ იციან, მთელ საქართველოში იციან და მგონი დედამიწაზე, რომ მან 50 მილიონი ჩვენი ფული მოიპარა. – ასე გამოეხმაურა “სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპული საქართველოს მოწოდებას, რომ ოპოზიცია რეგიონებში მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეჯერდეს

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...