მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი: ,,ხმების მოსყიდვისგან და ამომრჩევლის დაშინებისგან თავისუფალი აჩევნები , არის საუკეთესო...

კელი დეგნანი: ,,ხმების მოსყიდვისგან და ამომრჩევლის დაშინებისგან თავისუფალი აჩევნები , არის საუკეთესო გზა საქართველოს მიერ დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების საჩვენებლად”

Published on

თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, ხმების მოსყიდვისგან და ამომრჩევლის დაშინებისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა საქართველოს მიერ დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების საჩვენებლად“. – განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო მდივან პომპეოსა და პრემიერ გახარიას სატელეფონო საუბართან დაკავშირებით გაკეთებულ პირველი კომენტარში.

“ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ეს საუბრები რეგულარულად, როგორც ამას ვაკეთებთ სხვადასხვა არხის მეშვეობით…. ცხადია არსებობს დიდი ინტერესი და ყურადღება საქართველოში ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიმართ საკუთარი ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს.

გუშინ, 27 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და პრემიერმინისტრ გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პომპეომ გახარია სასამართლოსა და საარჩევნო პროცესის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

“დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და პრემიერმინისტრმა გახარიამ მიმოიხილეს საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი ახლო კოორდინაცია Covid-19-თან ბრძოლისას.

სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, და იგი სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

მან პომპეომ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის უდრეკი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაეთანხმა პრემიერმინისტრს, რომ რუსეთმა უნდა შეაჩეროს მისი დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...