ავიამიმოსვლა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება – საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია

0
467

საჰაერო მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება – ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში საუბრობენ. ამ პროგნოზის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სა და განვითარებად ეკონომიკებში ვირუსის შეკავების ნელი ტემპებია.

ასოციაცია მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ ზომები საჰაერო მოგზაურობისადმი ნდობის გასაზრდელად. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ივნისში საერთაშორისო ტრეფიკი 96,8%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ სამ მიმართულებას – პარიზი, მიუნხენი და რიგა.

საქართველოს საავიაციო საააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ყველა სხვა მიმართულებაზე გახანგრძლივდება 21.07.20-დან და 31.08.20-ის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი
შემდეგი სტატია,,თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია – ვნახოთ, რა იქნება შიგნით” – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური