მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ...

ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ – სააკაშვილი

Published on

მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, პოზიციის კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის, ამიტომ, თვითონ „ენის მოჩლექვას“ არ აპირებს.

„სიმართლე არის, რომ ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა. ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა – არ ესმით! ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როგორც ადამიანი, ვისაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან… მე მოველი კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას პოზიციის და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში! ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის, ამიტომ მეც არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და უნდა ვთქვათ, რაც არის. ჩვენ გვჭირდება გაგრძელება ამ კრიტიკის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირებები ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე. აქ უკვე აღარაა სხვადასხვა ფერები, აქ უნდა მოხდეს სრული შუის გაკრეფა და შავის და თეთრის გარჩევა. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ასეც ჩამოყალიბდება, ყველაფერი იქითკენ მიდის, ტენდენცია სწორია. ველი კიდევ უფრო მეტ ძალიან მკვეთრ პოზიციებს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...