საქართველოში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
408

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1,145-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 927-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდაცვლილია 16 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 6,459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 353.

წინა სტატიაზუგდიდში 179 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური