მომდევნო დღეებში ქვეყანაში ყველა ბაზარი შემოწმდება

0
487

“დღეს უკვე დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების განხორციელება. ჩვენ ერთობლივი ჯგუფებით ისევ დავიწყებთ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას, ვაწვდით ინფორმაციას მაქსიმალურად, რა წესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს წესები არის საბაზისო და ფუნდამენტური და შესასრულებლად სავალდებულო. მომდევნო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად ყველა ბაზარში იქნება განხორციელებული აღნიშნული სამუშაოები”, — განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, თბილისში არსებული ყველა ბაზრობა შემოწმდა და გამოვლენილი დარღვევების გამო ლილოს ბაზრობაზე თორმეტი ბიზნეს სუბიექტი, დეზერტირებზე — ერთი, ნავთლუღში — ორი, დიდუბეში — სამი და ვარკეთილში მდებარე ერთი ბაზრობა დაჯარიმდა. მისი თქმით, მომდევნო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით ყველა ბაზარი შემოწმდება.

ფერაძის განცხადებით, თბილისში, ბაზრობებს მიაწოდეს ყველა ინფორმაცია სავალდებულო ზომებთან დაკავშირებით, თუმცა, მიუხედავად სამდღიანი მუშაობისა, გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებთან ფიქსირდებოდა დარღვევები და სანქცირების მექანიზმი გამოიყენება გახდა საჭირო.

ფერაძის ცნობით, მონიტორინგი ხორციელდება ერთობლივი ჯგუფებით და შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური და მერიის ზედამხედველობის სამსახური

წინა სტატია,,არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ჩემს თავს და ადგილს ვერ ვხედავ” – დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: ,,ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, რეგიონებში, 22-ვე ოლქში დააყენოს საკუთარი კანდიდატები, ვიღებთ მოცემულობად – ეს მათი უფლებაა”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური