მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების ინფორმაციით, ნემო ბურჭულაძე კარანტინშია მოთავსებული, მისი შვილი კი აცხადებს, რომ...

ხელისუფლების ინფორმაციით, ნემო ბურჭულაძე კარანტინშია მოთავსებული, მისი შვილი კი აცხადებს, რომ იგი გატაცებული ყავთ

Published on

ნემო ბურჭულაძის შვილი, მუხრან ბურჭულაძე ამტკიცებ,ს რომ მამამისი გაიტაცეს. ეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია.

მუხრან ბურჭულაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მამამისი აშშ-დან საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ, ორი კვირით კარანტინში მოათავსეს. თუმცა, ეს გატაცებაა და ვირუსს არ უკავშირდება.

“ის დღეს [26 ივლისს] ჩაფრინდა თბილისში და მიუხედავად შეერთებული შტატების, ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული ცნობისა, რომლის თანახმადაც, ის არ არის ინფიცირებული, ამასთან, ცხოვრობს მარტო და ეკუთვნის თვითიზოლაცია, უკანონოდ იქნა გატაცებული, გაურკვეველი მიმართულებით, საქართველოს პარაზიტი რეჟიმის მიერ. მას არ მისცემია ჩემთან ან ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა, როდესაც დამნაშავესაც კი აქვს ერთი ზარის უფლება. კომუნისტებიც კი ატყობინებდნენ ოჯახის წევრს, პატიმრის გულაგში გადასახლების შესახებ.

ეს არის გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც გახლავთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქეა გატაცებული, ხოლო ქართველი ოჯახები მტკვარში ინიციალებიან მორებს ელოდებიან.

ერთად მოგხედავთ!” – აცხადებს ლიბერალ-დემოკრატების დევნილი ლიდერი, მუხრან ბურჭულაძე შეერთებული შტატებიდან”. – წერია განცხადებაში.

მუხრან ბურჭულაძე პარტია ლიბერალ-დემოკრატების ლიდერია, ნემო ბურჭულაძე კი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია, ის საარჩევნო ბლოკ “მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველოს” წევრი იყო.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...