მთავარისიახლეებიმსოფლიოკადიროვმა გაუტია: ,, ტერორიზმზე გამარჯვებისთვის ნობელის პრემიას ვიმსახურებ ''

კადიროვმა გაუტია: ,, ტერორიზმზე გამარჯვებისთვის ნობელის პრემიას ვიმსახურებ ”

Published on

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა უსამართლობა უწოდა აშშ-ის მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს. კადიროვი ამბობს, რომ მან ამერიკელებისგან განსხვავებით ტერორიზმი დაამარცხა

„ჩვენ გავაჩერეთ ომი, გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის, ისინი კი პირიქით, სანქციებს მიწესებენ. უსამართლობაა!“ – განაცხადა კადიროვმა ტელეკომპანია „როსია 1“-თან ინტერვიუში.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წყალობით წესრიგი დაამყარეს, მშვიდობიანად ცხოვრობენ და ვითარდებიან მაშინ, როცა ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმს ვერაფერს უხერხებენ და ავღანეთში, სირიაში, ერაყსა და ლიბიაში ადამიანებს ყოველდღე კლავენ.

20 ივლისს, აშშ-მა რამზან კადიროვს ახალი სანქციები დაუწესა. ვაშინგტონი კადიროვს აკისრებს პასუხისმგებლობას ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, წამებასა და მკვლელობებზე.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...