მთავარისიახლეებიეკონომიკაივნისში გაცემული ხელფასების რაოდენობა დაახლოებით 200 მილიონი ლარით შემცირდა

ივნისში გაცემული ხელფასების რაოდენობა დაახლოებით 200 მილიონი ლარით შემცირდა

Published on

გასულ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადახდილმა საშემოსავლო გადასახადმა ჯამურად 197 მილიონი ლარი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი 2019 წლის ივნისში 238 მილიონ ლარს გაუტოლდა, კლება 17%-ს შეადგენს.

ამგვარად გამოდის, რომ წლიურ გამოსახვაში ქვეყანაში გაცემული ხელფასები 207 მილიონი ლარით შემცირდა. ეკონომიკური ვარდნის გარდა, ამ სტატისტიკაზე აისახა საგადასახადო შეღავათი, რომელიც მთავრობამ ბოლო პერიოდში დააწესა – კერძოდ 750 ლარამდე ხელფასების სრული გათავისუფლება გადასახადისგან და 1 500 ლარამდე ხელფასის ნაწილობრივ გათავისუფლება. 

საშემოსავლო გადასახადის მარჟა 20%-ს შეადგენს და მას უმთავრესად დაქირავებით დასაქმებულები იხდიან. გაცემული ხელფასების შემცირებაზე მეტყველებს უმუშევრობის კომპენსაციის რაოდენობაც – კერძოდ, 200 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციით, რომელიც დაქირავებით დასაქმებულებზე იყო გათვლილი იყო 220 ათასმა მეტმა პირმა ისარგებლა.

გასულ თვეში თითქმის 38 მილიონი ლარით შემცირდა გადახდილი დღგ-ს ოდენობა, 42  მილიონი ლარით შემცირდა გადახდილი მოგების გადასახადის მოცულებაც.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...