მთავარიUncategorized"მორჩი ბოდიალს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს "ოცნებაში" - მწვავე დაპირისპირება რომან კაკულიასა...

“მორჩი ბოდიალს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს “ოცნებაში” – მწვავე დაპირისპირება რომან კაკულიასა და ლევან კობერიძეს შორის

Published on

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, დაპირისპირება მოხდა. ინცინდენტი ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ლევან კობერიძის მწვავე შეფასებას მოყვა..

„ერთი შეკითხვა მაქვს ლევან შენთან, დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ. როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“. შენი ბულინგის არავის არ ეშინია, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას,“ – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ კობერიძეს

თავის მხრივ,ლევან კობერიძემ მას  ღირსების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„მე კიდევ შენზე მგონია, რომ არ ხარ და კიდევ ბევრ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას და არც პასუხი მოგითხოვია არავისთვის. ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ“, – განაცხადა კობერიძემ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...