მთავარისიახლეებიმსოფლიოწყადიდობა და მეწყერი თურქეთში - ტრაბზონში, რიზესა და ართვინში გადაუღებელი წვიმის...

წყადიდობა და მეწყერი თურქეთში – ტრაბზონში, რიზესა და ართვინში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა

Published on

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ ტრაბზონში, რიზესა და ართვინში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები  ადიდდა. დაღუპულია 2 ( ზოგი ვერსიით 4) , დაშავებულია11 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ართვინის გუბერნატორი ილმაზ დოროუკიაცხადებს, რომ დატბორილია ვრცელი ტერიტორია.რეგიონში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ათობით სახლი დაზიანდა, სამი კი მთლიანად განადგურდა.

თურქულ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო/ვიდეომასალის მიხედვით, საკმაოდ მასშტაბურმა მეწყერმა არაერთი ავტომანქანა მოიყოლა.

დერინერის კაშხლის სამშენებლო მოედანზე გაჩერებული ავტომანქანები ტალახით გაივსო, ბევრი მათგანი კი ისე დაზიანდა, რომ გამოუსადეგარი გახდა. ეკოლოგიური კატასტროფის ადგილას ამ დროისთვის  სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და დაკარგულებს ძაღლების დახმარებით ეძებენ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ აცხადებს, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.სამაშველო ჯგუფებს 12 სოფლამდე მისვლა უჭირთ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...