მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციონერთა წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეების გამო

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციონერთა წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეების გამო

Published on

ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, ილჰან კიუცჰიუკი, ურმას პაეტი, დრაგოს ტუდორაქე, ჯავიერ ნარტი, ნატალი ლუსიუ, მალიკ აზმანი და ბარტ გრუტისი შეშფოთებას გამოხატავენ ბოლო პერიოდში ოპოზიციონერთა წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეების გამო:

“მოვუწოდებთ დამოუკიდებელი მედიის მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, რაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტებსა და სამართლიან მართლმსაჯულებას, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას”.

საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშის 46-ე შესწორებაში, ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, ჰერმან ტეტრში, კოსმა ზლოტოვსკი და იაცეკ სარიუშ-ვოლსკი მიესალმებიან მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან 8 მარტის შეთანხმებაზე ხელმოწერას. ისინი დადებითად აფასებენ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან და წერენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის მემორანდუმის შესრულებისთვის:

“მოუთმენლად ველით, როდესაც საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირებში მუშაობას განაახლებს, შეთანხმებული საარჩევნო სისტემა შეიცვლება და გათავისუფლდება ნოემბერში დაკავებული მედიის მფლობელი, გიორგი რურუა”.

52-ე შესწორებაში ევროპარლამენტარი ანდრეი ჰალიცკი მიესალმება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას პრეზიდენტის მიერ. წერს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, მათ შორის, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩაურევლობა.

ანგარიშის 66-ე შესწორებაში, ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიანე, სანდრა კალნიეტე და მირიამ ლექსმანი ხაზს უსვამენ მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რაც უნდა ითვალისწინებდეს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარ წვდომას მედიაზე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, პლურალისტურ და არადისკრიმანაციულ გაშუქებას საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებისთვის.

შესწორებაში ხაზგასმულია დამოუკიდებელი, პლურალისტური მედიალანდშაფტი, რომელიც თავისუფალი იქნება მთავრობის ან სხვა სახის ჩარევისაგან.

“გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებზე არის ზეწოლა, კერძოს მათი მფლობელების მიმართ წარმოებულია სისხლის სამართლის საქმეები (ნიკა გვარამია, მთავარი არხი), დაკავებულია არხის თანამფლობელიც, გიორგი რურუა; ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულია TV პირველის მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი; გათავისუფლებული ან გადაყენებულები არიან კრიტიკული ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან”.

79-ე შესწორებაში ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიანე, სანდრა კალნიეტე და მირიამ ლექსმანი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ან ნებისმიერი უკანონო ზეწოლა ოპოზიციურ ლიდერებზე.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...