მთავარისიახლეებიმსოფლიორომის პაპი: "მე აია-სოფიაზე ვფიქრობ და ძალიან დამწუხრებული ვარ"

რომის პაპი: “მე აია-სოფიაზე ვფიქრობ და ძალიან დამწუხრებული ვარ”

Published on

“მე აია-სოფიაზე ვფიქრობ და ძალიან დამწუხრებული ვარ,” -რომის პაპი ფრანცისკე აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე თურქეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

აია-სოფიაში მუსლიმური ლოცვა 24 ივლისიდან დაიწყება. ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას  აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ  გააუქმა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აია-სოფიამ მუზეუმის სტატუსი მიიღო.

ამავე დღეს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებების შემთხვევაში აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.

“შესაბამისად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ისეთი ცვლილებები, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული საკუთრების გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას შეცვლის. ნებისმიერი ცვლილებისათვის აუცილებელია, ქვეყანამ წინასწარ აცნობოს UNESCO-ს და შემდეგ, საჭიროების მიხედვით, საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა შეისწავლოს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

UNESCO-ში განაცხადეს, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.

“მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, ჩაერთოს დიალოგში, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რაც ძეგლის უნივერსალურ ღირებულებაზე მოახდენს გავლენას”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...