მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩანა შენგელიას თეა წულუკიანის წინააღმდეგ განცხადება გენერალურ პროკურატურაში შეაქვს​

ბაჩანა შენგელიას თეა წულუკიანის წინააღმდეგ განცხადება გენერალურ პროკურატურაში შეაქვს​

Published on

შენგელია წულუკიანის წინააღმდეგ – ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს განცხადება შეაქვს. საგამოძიებო უწყებისგან შენგელია ყველა იმ პირის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რომლებიც მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში არიან პასუხისმგებლები. ერთ-ერთი მათგანი კი, ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.

საუბარია სასამართლო დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის უფლებამოსილება აღუდგინეს. ის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს. 

“შემაქვს სარჩელი გენერალურ პროკურატურაში, რომლითაც ვითხოვ იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც არ ასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,” – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...