სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას სრულად აქვს დაკარგული ყველანაირი ნდობა – სალომე სამადაშვილი

0
462

,, გუშინ კონგრესის კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტში ჩადებული ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას სრულად აქვს დაკარგული ყველანაირი ნდობა. -განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა

„ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი ამ უკანასკნელ თვეებშიც კი, რაც დარჩა მათი მმართველობის ჩვენს სახელმწიფოში, ახერხებს იმას, რომ გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან და საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა ურცხვი ტყუილები, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან და უმრავლესობის წარმომადგენლებისგან იმის თაობაზე, რომ რეალურად ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას ჩვენი ქვეყნისთვის, გუშინ კონგრესის ყველაზე გავლენიანმა კომიტეტმა, საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას. ეს არის გზავნილი ბიძინა ივანიშვილისათვის, რომ დროა საქართველოში ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდეს. – განაცხადა სამადაშვილმა.

წინა სტატიაბიძინა ივანიშვილი, რომლის გამოც საქართველოს სანქციები უწესდება და მისი პატარა, კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიადამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობა — პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია დააზუსტა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური