მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი უსაქმურია?- გახარია აცხადებს, რომ კითხვა, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიაში,...

ივანიშვილი უსაქმურია?- გახარია აცხადებს, რომ კითხვა, იქნება თუ არა ის საარჩევნო სიაში, წვრილმანია და არაერთი სხვა საფიქრალი აქვს, ბიძინა ივანიშვილი კი შესაძლოა ამ სიაში იყოს

Published on

,,რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე, რა თქმა უნდა [შეიძლება იყოს]ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიაში იყოს.

რაც შეეხება თავად მას, გახარია აცხადებს, რომ ეს წვრილმანია და არაერთ სხვა საფიქრალი აქვს

არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით – ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები.

მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მესამე ამოცანაა, ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში – წყნარად, მშვიდად, ღიად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები.

როგორ ფიქრობთ? ამ სამი უდიდესი გამოწვევის, პრობლემის, ომის, თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

კიდევ ერთხელ გეტყვით – სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად – ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი

სიახლეები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...