მთავარისიახლეებიპოლიტიკა21 მილიონიანი დაფინანსება პარტიებს და 142 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან "ოცნების" შემომწირველებს

21 მილიონიანი დაფინანსება პარტიებს და 142 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან “ოცნების” შემომწირველებს

Published on

რა თანხები მოიძიეს პოლიტიკურმა პარტიებმა ერთი წლის განმავლობაში – “საქართაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევას აქვეყნებს. დგინდება, რომ 2019 წელს სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 21 მილიონ ლარამდე აითვისეს. აქედან 46% “ქართულ ოცნებაზე” მოდის. იმ ბიზნესმენებმა და კომპანიებმა, რომლებმაც მმართველ პარტიას თანხები შესწირეს, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების სახით ბიუჯეტიდან 142 მილიონ ლარამდე მიიღეს. 

2019 წლის პარტიების დაფინანსებაში დისბალანსი ისევ სახეზეა და ის “ოცნების” სასარგებლოდაა – პარტიამ ამ წელიწადში 9,5 მილიონი ლარი მიიღო. ჯამური 21 მილიონი ლარიდან, რომელშიც შედის საბიუჯეტო თანხებიც და კერძო შემოწირულობებიც. მეორე ადგილზე 1,7 ლარით პატრიოტთა ალიანსია, მესამეზე კი “ევროპული საქართველო” 1,6 მილიონით. “ნაციონალური მოძრაობა” ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა. ამ პარტიების დაფინანსებებში საბიუჯეტო წილი ჭარბობს. 

კერძო პარტიული შემოწირულობებშიც “ოცნება” ლიდერობს, მას სხვადასხვა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა 7 მილიონი ლარი შესწირეს. სხვა პარტიებისთვის კი კერძო შემოწირულობა ჯამში 1 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია. 

ამავე პერიოდში “ოცნების” შემომწირველმა კომპანიებმა და შემომწირველებმა 142 მილიონი ლარი მიიღეს საბიუჯეტო თანხებიდან, აქედან გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის 16 მილიონი, ხოლო სახელმწიფო ტენდერებზე 126 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები ხშირად კოორდინირებულად და ერთობლივად აკეთებენ შემოწირულობებს “ოცნებისთვის”, რაც შეიძლება მოწმობდეს, რომ ისინი კონკრეტული მითითების შესაბამისად იქცევიან, რაც ორგანიზაციის აზრით, შეიძლება კანონდარღვევა იყოს.

ყველაზე მეტი კითხვა “საერთაშორისო გამჭვირვალობას” სოციალური მედიის კამპანიების დაფინანსების შესახებ აქვს, რადგან აღრიცხვიანობის შეუძლებლობის გამო დაფინანსების გამოყენების ეს სფერო ე.წ. შავ ხვრელად რჩება ქართული პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რეკომენ”დაციას აძლევს შესაბამის ორგანოებს, რომ საეჭვო დაფინანსებების შემთხვევებით დაინტერესდნენ და ასევე მოუწოდებს პარტიებს, რომ მათ დაფინანსების წყაროები არ დამალონ. 

“ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის იკვეთება ორგანიზაცითა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის, ერთი უშუალოდ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან და არიან მისი გარემოცვიდან, ასევე აქ ფიგურირებს “ლილო მოლის”, “თეგეტა მოტორსის” და აწარმოე საქართველოს ბენეფიციარების ჯგუფები.   

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...