მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-მ, შესაძლოა, საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს - ასე მოხდა ეს 2003...

აშშ-მ, შესაძლოა, საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს – ასე მოხდა ეს 2003 წლის არჩევნების წინაც

Published on

აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი.

კანონში ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

“15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ ხახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს

(ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რაც ამ აქტის თანმხლებ ანგარიშშია გაწერილი.

(ბ) მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული კანონების და რეგულაციების გამოყენების კუთხით.

(გ) იმის უზრუნველყოფის კუთხით, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა მოდიოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, მათ შორის დაცული იყოს უცხოური ბიზნესების თავისუფლად, შევიწროების გარეშე ოპერირების უფლება რათა სრულად მოხდეს იმ კომერციული და ფინანსური სარგებლის რეალიზება, რაც საქართველოში გაკეთებული ინვესტიციიდან მომდინარეობს.”

კანონში ნათქვამია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის გავითარებას, ეხმარება მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს და მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე. ასევე შესაძლებელია, რომ 15%-ის შეჩერება არ მოხდეს, თუ სახელმწიფო მდივანი დაადგენს და კომიტეტს განუცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის.

აშშ-მ საქართველოს დახმარება შეუმცირა 2003 წლის არჩევნების წინაც. მაშინ მიზეზად რეფორმების გატარების და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...