მესტიაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

0
440

ესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარე კლდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე ოცი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ოპერაციაში დილიდან ჩაერთვებიან ვერტმფრენები. ხანძრის ჩაქრობა რთული რელიეფური მდებარეობის გამო გართულებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის კერები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული და ამ ეტაპზე, მოსახლეობას ხანძრის გავრცელების საფრთხე არ ემუქრება.

ცეცხლი, დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ხანძარი, სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

წინა სტატიასაქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება [Video]
შემდეგი სტატიაწუხელ ზუგდიდში, ოკუპირებული ტერიტორიიდან დაჭრილი მამაკაცი გადმოიყვანეს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური