მთავარიUncategorizedსასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება არ...

სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა

Published on

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ მას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, შენგელიამ აღსრულების ბიუროს მიმართა.

“მე უკვე მესამე დღეა წარვადგინე აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, რომლითაც დადგენილია, რომ ჩემთვის შესაბამის პროგრამების ჩართვა უნდა მოხდეს და მე უნდა მომეცეს წვდომა სანოტარო რეესტრში და დავიწყო მუშაობა. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, მე იძულებული გავხდი, რომ მე იძულებით სააღმსრულებლო პროცედურებს მივმართო”, — განუცხადა ჟურნალისტებს შენგელიამ.

მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მაშინ ის პროკურატურას მიმართავს.

“სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და თუ უახლოეს დღეებში არ იქნება აღსრულებული ეს გადაწყვეტილება, მე მივმართავ პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყების თაობაზე”, — განაცხადა შენგელიამ.

ცნობისათვი: პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას განცხადება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომის აღდგენა დაავალა,.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...