მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრო ბრეგაძე: ნაციონალური მოძრაობა, ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერი ილიას მუზეუმში შესაშვები...

სანდრო ბრეგაძე: ნაციონალური მოძრაობა, ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერი ილიას მუზეუმში შესაშვები არ არის

Published on

„ქართულმა მარშმა” გუშინ, 2 ივლისს პოლიტიკური პარტია „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა” დააფუძნა

დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს „ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, აირჩიეს პოლიტსაბჭოც.

პარტიის დაფუძნების ცერემონიალი საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა, დაჯგუფება, რომელიც მუდმივად ქსენოფობიურ და ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს დღეს ამტკიცებს, რომ ქართული ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და პროდასავლური იდეების მქონე ილია ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებელია .

მეტიც, ქართული მარში ფიქრობს, რომ თავად მუზეუმში ყოფნას იმსახურებენ, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო კი არა. მათი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ნება რომ იყოს, ოპოზიციას იქ შესვლას აუკრძალავდა.

“ნაციონალური მოძრაობა, ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერი ნამდვილად… მე საერთოდ ესეთ წესს დავაწესებდი, რომ ავკრძალავდი მათ არამარტო ილიას სახლმუზეუმში შემოსვლას, არამედ ყველა ისეთ ძირითად, ჩვენს ფუძემდებლურ, სახელმწიფოებრივ ადგილას ყოფნას, რომელსაც ისინი წაბილწავენ”, — განუცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტებს ჭავჭავაძის სახლუმზეუმის ეზოში.

პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს. როგორც სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ისინი ,,პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობით მოვლენ და ოპოზიციური ფლანგიდან მთლიანად განდევნიან „ნაციონალურ მოძრაობას” და „ბოკერიას პარტიას” -„ევროპულ საქართველოს”.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...