მთავარიUncategorized,,ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრება და ამ სიძულვილის ენასაც...

,,ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრება და ამ სიძულვილის ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს. ამის გამო ხალხის რისხვა ცხვირში მოხვდება” – ხატია დეკანოიძის განცხადებიდან დღევანდელ ბრიფინგზე

Published on

თუ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საზოგადოებაში პოლარიზაციის დათესვას გააგრძელებენ, მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

სპეციალური ბრიფინგით დეკანოიძე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებას გამოეხმაურა.

„მიუხედავად ჩვენი პარტნიორების არაერთი მკაცრი გაფრთხილებისა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს, ხოლო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძულვილის ენას. გვიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს. მათ შორის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით.

ეს არის სიძულვილის და დაპირისპირების ენის გაღვივება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას, ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს.

უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრება და ამ სიძულვილოს ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს.

ჩვენი ინტერესია არჩევნები დემოკრატიულ, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს. მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო ვითარება არ იქნება, არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მათთვის შედეგი ძალიან მძიმე იქნება. მათ საზოგადოების და ზოგადად ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში თუ ასე გააგრძელებენ პოლარიზაციის დათესვას საზოგადოებაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ

აღნიშნულ კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....