მთავარიUncategorizedჯანღი ბიძინა ივანიშვილის თავზე სულ უფრო შავდება. - კონგრესმენი მალინი...

ჯანღი ბიძინა ივანიშვილის თავზე სულ უფრო შავდება. – კონგრესმენი მალინი იმის შესახებ, ცდილობს თუ არა ოლიგარქი ამერიკული ინვესტიციებისთვის ძირის გამოთხრას

Published on

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოკლაჰომიდან, მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის აშშ-ს მიერ საქართველოს დახმარებაზე ლაპარაკობს “თავისუფლებისთვის ბრძოლაში”.

როგორც კონგრესმენი სტატიის დასაწყისში წერს, ვლადიმირ პუტინის გავლენა მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოკრატიისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რის მაგალითადაც მას საქართველო მოჰყავს.

მარკუეინ მალინი წერს, რომ საქართველოს “რუსული სკოლის ოლიგარქი” ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, რომელმაც ფული 90-იანი წლების რუსეთში იშოვა. მალინის თანახმად ივანიშვლმა ძალაუფლება 2012 წელს მოიპოვა “იმ სახელმძღვანელოს მსგავსად, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესის შესაფერხებლად”. კონგრესმენი წერს, რომ პრემიერობიდან გადადგომის მიუხედავად, ივანიშვილი საქართველოს მთავრობის დე ფაქტო მმართველად დარჩა.

კონგრესმენი ეხება რვა მარტის შეთანხმებასაც და ამბობს, რომ შეთანხმება “კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგანაც კიდევ მეტია გასაკეთებელი”.

მარკუეინ მალინი წერს, რომ “ივანიშვილის ძალაუფლების შეუზღუდავი კონსოლიდაცია და კონტროლი საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს, რომ გააგდოს ამერიკული კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად მუშაობენ”.

კონგრესმენი ასახლებს რამდენიმე ამერიკული კომპანიის: Frontera-ს, Iconia Capital-ის, Georgia Manganese-ის მაგალითებს და ამბობს, რომ ყველა ამ შემთხვევას აერთიანებდა “ძვირად ღირებული ამერიკული კერძო ინვესტიციების სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა მთავრობის რუსი, ჩინელი და ირანელი მოკავშირეების სანაცვლოდ ღია თუ შეფარული ბიზნესგარიგებებით”.

შემდეგ კი მარკუეინ მალინი ახსენებს მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სანქციების შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, “ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა ამერიკული ინვესტიციებისთვის ძირის გამოთხრას”.

“თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ საქართველომ ჩაიდინა ასეთი რამ, მაშინ მან საქართველოს მთავრობას უნდა დაუწესოს ფინანსური და სავაჭრო სანქციები, ისევე, როგორც სავიზო და ქონების სანქციები ამოცნობილ პიროვნებებს”.

მალინი ახსენებს რესპუბლიკელი კონგრესმენების სამუშაო ჯგუფის 10 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშსაც და ამბობს, რომ გამოსავალზეა ორიენტირებული იქ გაწერილი გეგმა, რომელიც გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ”.

“მსოფლიო აშშ-ს შეჰყურებს, როგორც მაგალითს და, თუ ჩვენ არ მოვთხოვთ რუსეთს პასუხს თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრისთვის, მაშინ ვინ მოსთხოვს?” – წერს კონგრესმენი მალინი წერილის დასასრულს.

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...