მთავარისიახლეებიპოლიტიკაიქნება თუ არა გიორგი გახარია ,,ქართული ოცნების'' საარჩევნო სიის სათავეში და რას...

იქნება თუ არა გიორგი გახარია ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიის სათავეში და რას ფიქრობს იგი საკონსტიტუციო ცვლილებებზე?

Published on

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს პასუხად ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა ქართული ოცნების საარჩევნო სიის სათავეში,უპასუხა, რომ წარმოდგენა არა აქვს .

,,ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ.

გუშინ მან გააკეთა განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც.

,,მინდა გამოვეხმაურო ისტორიულ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროცესი იყო დინამიური, ემოციური და როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებს ამ პროცესს. ეს პროცესი ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გადავიდეს დემოკრატიზაციის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე და, რა თქმა უნდა, ეს მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და საბოლოო შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე. 

ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური, პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ, გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოდ ეს პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, ღია, გამჭირვალე არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება და შესაბამისად, ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმზე ვდგავართ. – აცხადებს გიორგი გახარია

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...