მთავარისიახლეებისაზოგადოება"ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პროფაშისტური ჯგუფისათვის დათმობა სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელია'' -...

“ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პროფაშისტური ჯგუფისათვის დათმობა სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელია” – გიგა ზედანია

Published on

,,ქრთული მარში – ეროვნული მოძრაობა” – არც მეტი, არც ნაკლები ასეთი სახელი დაირქვა სანდრო ბრეგაძის ფაჯგუფებამ, რომელიც თავისი ფაშისტური, ანტი დემოკრატიული გაცხადებებითა დ, რაც მთავარია, მოქმედებებით გაითქვა სახელი.

განსაკუთრებით ნეგატიური რეზონანსი მოყვა ამ ტიპის პარტიის დაფუძნების გამოცხადების ადგილად ილია ჭაჭავაძის მუზეუმის შერჩევას. მუზეუმის დირექტორი ლევან ბრეგაძე ცუდს ვერაფერს ხედავს ილია ჭაჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას იდეალების მემკვიდრეთა ამბიციის მქონე, მაგრამ დიდი ჰუმანისტების საზრისიდან სრულიად საპირისპირო პრინციპებით მოქმედი ძალებისათვის მუზეუმის ტერიტორიის დათმობაში, თუმცა საზგადოების დიდი ნაწილი ამას ცინიზმის გამოხატულებად მიიჩნევს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, ნეოფაშისტური და პროპუტინური ქართული მარშის ყრილობისთვის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის დათმობას აპროტესტებს.

ზედანია Facebook გვერდზე წერს, რომ “სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პროფაშისტური ჯგუფისათვის დათმობა.

ილია იყო თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა. მის სახელს ჩვენს ქვეყანაში უკავშირდება
დასავლეთზე ორიენტაცია;
მოდერნულობისადმი ღიაობა მთელი მისი ინსტიტუტების საქართველოში გადმოღებით (მედიები, ბანკი, ენ-ჯი-ოები);
ეროვნული პრობლემატიკის წინა პლანზე გამოტანა სოციალური საკითხის გათვალისწინებით;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და აღმოჩენა მართლწერის რეფორმასთან და ლიტერატურის განახლებასთან ერთად


პრორუსული და პროფაშისტური ჯგუფები უპირისპირდებიან ილიას მემკვიდრეობის ყველა ამ მიმართულებას. თანაც, სამწუხაროდ, ისინი დღეს მარტონი არ არიან, უბრალოდ ღიად აჩვენებენ ტენდენციებს, რომლებიც უფრო მეინსტრიმულ სივრცეებშიც გვხვდება, ოღონდ უფრო შეფარულად.

ასეთი ჯგუფები პლურალისტურ საზოგადოებებში შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ მათ სხვადასხვა გზით უნდა ჩაეკეტოთ ქვეყნის მთავარი სიმბოლოებისა და ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციის შესაძლებლობა.” – წერს გიგა ზედანია.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...