მთავარისიახლეებიპოლიტიკაWizz Air ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს

Wizz Air ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს

Published on

30 ივნისის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Wizz Air ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა და მასალაში გამოცემა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეყრდნობოდა.

ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენელმა, ანდრაშ რადომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კომპანია ქუთაისის ბაზას დახურავს.თუმცა მხოლოდ დროებით, განუსაზღვრელი დროით წყვეტს მის მუშაობას.

ანდრაშ რადოს თქმით, კომპანია არ გაათავისუფლებს ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულ თანამშრომლებს და მათ თავისი ქსელის სხვა ადგილებზე გადაანაწილებს, ამიტომ სხვა სამომავლო გეგმებზე სპეკულირება ადრეა. ქუთაისში ბაზირებული ორი ავიახომალდი საქართველოდან უკვე გასულია და ბაზის მუშაობის განახლებამდე არ დაბრუნდე

მედიის კითხვებს , გაუქმდება თუ არა ქუთაისში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში, ეკონომიკის სამინისტრომ არ უპასუხა.

“არ ვიცით, ეს ჩვენთან კითხვა არ არის, Wizz Air-ს უნდა ჰკითხოთ”. –

იქამდე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, “ვიზეარს” თვითმფრინავი ეყოლება მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე თავის ბაზაზე”.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თანახმად, ბაზის გაუქმება ავიაკომპანიის გასვლას არ ნიშნავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებით 150 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.

“საუბარია იმაზე, რომ ქუთაისში არ იქნება ბაზირებული თვითმფრინავები. ბაზა ამას ნიშნავს, რომ იქ იყო რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც უკვე გაყვანილი ყავს ვიზეარს”. – ამბობს გიორგი კანდელაკი.

30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა – 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები – ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებით.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...