მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება აღუდგა

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება აღუდგა

Published on

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება აღუდგა – სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის დღეს გახდა ცნობილი. სასამართლოს ზუსტად ერთი დღე დასჭირდა იმის დასადგენად, რომ შენგელიას მიმართ იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

საქალაქო სასამართლოს 30 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჩემი განცხადება და იუსტიციის სამინისტროს დაევალა, ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, – ამბობს ბაჩანა შენგელია. 

ნოტარიუსის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის საქმიანობის შეწყვეტა ნოტარიატის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განკარგულებით, მას სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა, რის მიზეზადაც ნოტარიუსის ფეისბუქის პირად გვერდზე განთავსებული პოლიტიკური განცხადებები იქცა. 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...