მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებები 8 მარტის შეთანხმების შედეგია'' - აშშ-ის სახელმწიფო...

,,ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებები 8 მარტის შეთანხმების შედეგია” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

Published on

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საგანგებო  განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლის ტექსტს სრულად გთავაზობთ:

“აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლითაც მკვიდრდება უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა. როგორც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას შორის 8 მარტს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგი, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს უფრო მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები და საქართველოს მთავრობამ ეს კანონმდებლობა ეფექტიანად დანერგოს. საქართველოს დემოკრატიული ევოლუციისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის გამართვა, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღის ჩატარება.

აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს მცდელობას გააძლიეროს მისი დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკა და კანონის უზენაესობა, ისევე, როგორც უფრო ფართო ევრო-ატლანტიკური მისწრაფება, რომლებიც რუსეთის აგრესიისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალებებს შორისაა”.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...