მთავარისიახლეებისაზოგადოებაCOVID-19-ით გამოწვეული პანდემიისას ადამიანის უფლებების დაცვა - ზუგდიდში ადგილობრივ არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართა...

COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისას ადამიანის უფლებების დაცვა – ზუგდიდში ადგილობრივ არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა და პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს.

სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრისას განხილული იყო COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისას ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და ადამიანის უფლებების ახალი ეროვნული სტრატეგია. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა დაეთმო პანდემიისას ადამიანის უფლებების დასაცავად გატარებულ ღონისძიებებს და ყოველდღიურობაში არსებულ გამოწვევებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტებზე რაც მათი აზრით ადამიანის უფლებების ახალ სტრატეგიაში უნდა აისახოს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...